მოსწავლეთა თვალით დანახული მეგობრობა - ბათუმის N30 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა თავისუფალ თემაზე იმსჯელეს
25-11-2021
ბათუმის N30 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა თავისუფალ თემაზე იმუშავეს. „მეგობრობა“- ეს იყო მათ მიერ გაჟღერებული მოსაზრებების ძირითადი ამოსავალი წერტილი.

ისინი მონდომებით და საინტერესოდ ცვლიდნენ აზრებს ერთმანეთში, რამაც საბოლოოდ ძალიან საინტერესო გაკვეთილის სახე მიიღო.

„მეგობრობა - პოზიტიური ურთიერთობა, დამოკიდებულება და გრძნობა ორ ან მეტ ადამიანს შორის, რაც ერთმანეთის მიმართ სიმპათიაში, ერთგულებასა და ნდობაში გამოიხატება“, - ფიქრობენ  მოსწავლეები.

„ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების მქონე ცალკეულ პირს მეგობარი ეწოდება. მეგობრობა, როგორც წესი, დამყარებულია მეგობრულ სიყვარულზე, ნდობაზე, საერთო მიზანსა და ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ხშირად საერთო ინტერესებზე“, - ასეთია ბავშვების აზრი მეგობრობაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203