ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომას საზეიმო გაცილება მოუწყვეს. მათ საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილის ორგანიზებაში პედაგოგი მარინე მაისურაძე დაეხმარათ.
მოსწავლეებმა საკლასო ოთახი გაკვეთილის შესაფერისად მორთეს - ხილით და ტკბილეულით სავსე კალათებით, როგორც უხვ შემოდგომას სჩვევია.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, ასევე საკლასო ოთახში საკუთარი ნახატებიც გამოფინეს. დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.