თბილისის N200 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის სხეულის ნაწილები საინტერესო აქტივობებით ისწავლეს
25-11-2021
თბილისის N200 საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მეორე სააღმზრდელო ჯგუფის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა გაიაზრეს და ადამიანის სხეულის ნაწილები შეისწავლეს.
სასწავლო პროცესის დროს პედაგოგებმა თამაშით სწავლების მეთოდი გამოიყენეს და მოსწავლეებს თამაში - „ჩემი, შენი სახე“ შესთავაზეს.