„შემოდგომის ფერები“ - მოსწავლეთა ნახატების გამოფენა კულიკამის საჯარო სკოლაში
25-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა ჰერიკნაზ ქოსიანმათემაზმა შემოდგომის თემაზე მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოაწყო.
„შემოდგომის ფერები“ - ამ სახელწოდების გამოფენის ფარგლებში კულიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული ნამუშევრები წარმოადგინეს, რითაც თანასკოლელებისა და მასწავლებლების მოწონებაც დაიმსახურეს.