თბილისის N174 სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
25-11-2021

თბილისის N174 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და შემეცნებითი სასწავლო გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგმა, ირმა გაგნიძემ მე-4 კლასის მოსწავლეებს შემოქმედებითი აქტივობა შესთავაზა. 

მეოთხეკლასელებმა ინგლისურის გაკვეთილზე, თემის შესაბამისად, - „მონსტრი უცხოპლანეტელების“ ფიგურები შექმნეს.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203