თბილისის N191 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობის პერსონაჟები „გააცოცხლეს“
25-11-2021

თბილისის N191 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და შემეცნებითი სასწავლო გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგმა, ლუიზა ინასარიძემ II კლასის მოსწავლეებს შემოქმედებითი ხასიათის აქტივობა შესთავაზა. 

მეორეკლასელებმა ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობის - „ნავი“ პერსონაჟები შექმნეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203