კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სწავლის რეაბილიტირებულ შენობაში გაგრძელების შესაძლებლობა უახლოეს დღეებში ექნებათ
25-11-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კარდენახის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ძირითადად დასრულებულია. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დალი მინდიაშვილი, იურისტი დარეჯან ბურდიაშვილი, რესურსცენტრის სპეციალისტები თინათინ ქადაგიშვილი და მარიამ მარიამიძე ადგილზე გაეცნენ შესრულებულ სამუშაოებს.

მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალ სასწავლო გარემოში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა უახლოეს დღეებში ექნებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203