ცუცხვათის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო ქათამაძემ III კლასის მოსწავლეებს სახალისო აქტივობა - Ronnie's Tea Party შესთავაზა
25-11-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და შემეცნებითი სასწავლო გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ. 

ამჯერად, პედაგოგმა ნინო ქათამაძემ III კლასის მოსწავლეებს სახალისო აქტივობა - Ronnie's Tea Party შესთავაზა. 

მოსწავლეები აქტივობაში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ინგლისური ენის ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პედაგოგი გაკვეთილის სტუმრებს - ინგა ბეშკენაძეს, სოფო კუპრაშვილს, თეა ღვინიანიძესა და ნინო ობოლაძეს სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გალამაზებისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203