„ჩვენ და სკოლის უსაფრთხო გარემო“ - დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-11-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლეებმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა მაია გელაშვილმა პროექტი - „ჩვენ და სკოლის უსაფრთხო გარემო“ წარადგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა გულმოდგინე შრომამ, სკოლაზე ზრუნვამ, უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის დასახულმა ამოცანებმა მასწავლებლებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

„კარგია როცა გრძნობ, რომ ზრდი ქვეყნისათვის საამაყო თაობას. „თესლი კეთილი“ ყოველთვის საჭირო ნაყოფს იძლევა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203