
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით „გააცილეს“.
ღონისძიებას პედაგოგი ნათია ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
იხილეთ ფოტოები: