სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში კონკურსი - „შემოდგომა სოფელში“, ჩატარდა
24-11-2021
სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლამ კონკურსი თემაზე - „შემოდგომა სოფელში“ ჩაატარა, რომელში მონაწილეობაც I-XII კლასების მოსწავლეებს შეეძლოთ და მონაწილეებს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაცია უნდა გაეკეთებინათ.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი ნამუშევრების ავტორები დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

პირველი ადგილის მფლობელი ნიკა კაცაძე გახდა, მეორე ადგილი ცოტნე მიგინეიშვილმა დაიკავა ხოლო მესამე ადგილი თეკლე და მართა თევზაძეებმა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა გასართობი ცენტრის - „მიკი და მინი მაუსის“, 50%-იანი ფასდაკლების ბარათი ანი რამიშვილს გადაეცა, ხოლო ყველა მონაწილე სიგელით დაჯილდოვდა.

„ვულოცავთ გამარჯვებულებს. ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი წარმატებული მონაწილეობისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203