ჭალადიდის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა
24-11-2021

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. 

კონკურსს პედაგოგი ლუიზა ფირცხელავა ​ხელმძღვანელობდა. 

მე-2 კლასის მოსწავლეები კონკურსში ინტერესით ჩაერთნენ და კალიგრაფიული ნიჭი წარმოაჩინეს. 

მოსწავლეები კონკურსში ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

„კალიგრაფია ლამაზად და მკაფიოდ წერის ხელოვნებაა. მე-2 კლასის მოსწავლეებმა თანაბარ კონკურენტულ პირობებში წარმოაჩინეს უნარი ხელით წერის კულტურაში“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203