დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებათა კონვენციას მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა
24-11-2021
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, თამარ დიასამიძემ ბავშვთა უფლებათა კონვენციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები, რომელთაც კონვენციის მუხლების შინაარსის შესაბამისი ნახატები დახატეს. შემდეგ კი - სკოლის დერეფანში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
მოსწავლეებმა ასევე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს მე-5-მე-6 კლასებში.
ღონისძიების ბოლოს კი თავიანთი შთაბეჭდილებები კედლის გაზეთში ასახეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს