საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტი აღდგა
25-10-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტი აღდგა.   

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით დღემდე 287 სამედიცინო ოთახი განახლდა და  2016 წელს 151 სამედიცინო ოთახის მოწყობა და აღჭურვა იგეგმება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აღნიშნულ პროექტზე  ერთობლივად მუშაობდა. შედეგად, სკოლის ექიმებად დასაქმდნენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული, სერტიფიცირებული პირები. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203