გუმათის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
24-11-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში ქართველი ბუმბერაზი პოეტის გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ირმა ჩუბინიძე და აზა სვანიძე ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძიებაში I-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებაზე და წაიკითხეს მისი ცნობილი ლექსები - „მთაწმინდის მთვარე“, „უსიყვარულოდ“, „მერი“, „მე და ღამე“, „მამული“.

ღონისძიების ბოლოს ვიქტორინა გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203