ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო თემატიკაზე შექმნილი ნახატების პრეზენტაცია გამართეს
24-11-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები დამრიგებლის, რიგა კირკიტაძის ხელმძღვანელობით შემოდგომის კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ.

​მოსწავლეებმა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების პრეზენტაცია მოაწყვეს და ამან მათზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

„მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ხელოვნების გაკვეთილი შემოდგომის კვირეულთან დაკავშირებით სამხატვრო სკოლაში, თემაზე - „ჩემი თვალით დანახული შემოდგომა“. მოვაწყვეთ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატების პრეზენტაცია. ყოველივე ამან უდიდესი სიხარული და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203