ახალციხის N5 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა შემოდგომას ღონისძიება მიუძღვნეს
24-11-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლის IVა კლასი დამრიგებლის, ლია აწყურელის ხელმძღვანელობით შემოდგომის კვირეულს - „გვიყვარს ოქროსფერი შემოდგომა“ შეუერთდა.
ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა შემოდგომის თემას ნახატებისა და აპლიკაციების გამოფენა მიუძღვნეს, წაიკითხეს ლექსები და წელიწადის ამ განსხვავებული დროის შესახებ დაწვრილებით ისაუბრეს
„ყველაფერს თავისებური ეშხი აქვს; ყოველთვის ლამაზია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, თვალს ვერ მოსწყვეტ, ისეა შერეული ფერები. ქარში გზააბნეული შეყვითლებული ფოთლები.. შეჰყურებ, გაოცებს და გრძნობ, მართლაც უნიჭიერესი შემოქმედის, ბუნებისა და ღვთის ძალას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს