„შემოდგომა - ნაზად მოხატული ფერთა გამაა, ჭრელა-ჭრულა ფოთოლთა ფარფატია, ცელქი სიოა, მოკრძელებული მზის მოალერსე სხივებია, ყვავილთა ჭკნობის სურნელით გაჟღენთილი ჰაერია,ზღვაა წითლად შეფერილი შეღამებისას, შარი-შურის ხმაა გათენებისას. შემოდგომა? -ბუნების ფერთა ზეიმია. ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIIIბ კლასმა ეს გრძნობა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, თითოეული ადგილის თვალის შევლებისას შეიგრძნო. ეს საოცარი გრძნობა კი ფოტოებით ასახა და ჩვენამდე მოიტანა ვიდეოპროექტით - „შემოდგომის ფოტო ფესტივალი“, - აღნიშნავს პედაგოგი ია ბლაგიძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს