ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები უნივერსიტეტის კონფერენციაში მონაწილეობდნენ
24-11-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

კონფერენცია თემაზე - „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა.

მოსწავლეები კონფერენციაზე საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ. 

„სკოლა „პროგრესი“ მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (BSU) კონფერენციაში, თემაზე - „უსაფრთხო სკოლა“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს და განიხილეს „უსაფრთხო სკოლა“, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქო-ემოციურ ასპექტში. სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია, თუ როგორ ახერხებს ჩვენი სკოლა სხვადასხვა აქტივობით იყოს უსაფრთხო და წარმოაჩინეს სკოლის სამომავლო გეგმები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 
სკოლა „პროგრესისთვის“ დიდი პატივი იყო ღონისძიებაში მონაწილეობა და გვინდა მადლობა გადავუხადოთ როგორც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე, ჩვენს მოსწავლეებს გაწეული ძალისხმევისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203