ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტრენინგში მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
24-11-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტსა და კონკურსში აქტიურად არიან ჩართულები.
ამჯერად სკოლის მოსწავლეებს - სესილი ხიჯაკაძეს, ანი ნიქაბაძეს, გიგა მაისურაძესა და ბაჩუკი ღონღაძეს სოციალური სოლიდარობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
მოსწავლეებს ჯილდო „ფინედუს“, მიერ გამოცხადებული, მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის, შესარჩევი ეტაპის ტრენინგში - „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე“, მონაწილეობისთვის გადაეცათ.
„გილოცავთ ბავშვებო დამსახურებულ სერტიფიკატებს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს