ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლე გიორგი ნიკოლაევმა საკალათბურთო ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაიმსახურა
24-11-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი წარმატებულ მოსწავლეს გიორგი ნიკოლაევს გვაცნობს. მოსწავლე სპორტული მიღწევებით გამოირჩევა. მან საკალათბურთო შეჯიბრში - Summer Odessa, 2006 წელს დაბადებულ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულიც დაიმსახურა.

„გაიცანით ჩვენი სკოლის მოსწავლე, გიორგი ნიკოლაევი, რომელმაც საკალათბურთო შეჯიბრში - Summer Odessa, 2006 წელს დაბადებულ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ტიტული მოიპოვა.

გიორგი 2007 წელს დაიბადა. მან ვარჯიში სკოლა „პროგრესში“ დაიწყო, ახლა კი 15 წლამდელთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანია და ცენტრის პოზიციაზე თამაშობს. მისი სიმაღლეა 1.93სმ. სკოლა „პროგრესი“ წარმატებებს და კარიერულ წინსვლას უსურვებს გიორგის!“,-ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203