ჟდანოვის საჯარო სკოლაში გიორგობის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
24-11-2021
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულს მეცხრეკლასელებმა კლასის დამრიგებლის, ნაირა მარიკიანის ხელმძღვანელობით ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო და ლამაზი აქტივობა წარადგინეს და ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ საზეიმო აქტივობას სკოლის დირექტორი ერვანდ სუმბულიანი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს (ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს). 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203