კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად მინი ლაბორატორია შექმნეს
24-11-2021
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, მე-2ა კლასის მოსწავლეებმა დავალება ბუნებისმეტყველებაში შეასრულეს.
მათ საექსპერიმენტოდ მინი ლაბორატორია შექმნეს, სადაც მცენარე დათესეს. აღნიშნული დავალების მიზანია მოსწავლეებმა ცოცხალი სამყაროსა და მცენარეთა ზრდა-განვითარების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.
„მე-2ა კლასში საექსპერიმენტოდ შევქმენით მინი ლაბორატორია, სადაც დავთესეთ სხვადასხვა მცენარის თესლი. ნაწილი დავაბინავეთ მზიან ადგილზე. ნაწილი კი- ბნელ ადგილზე დავდგით. წარმოუდგენელი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს