„ნამდვილად კარგია, რომ ხელფასები იზრდება, მაგრამ მომატებული თანხის ოდენობა არაფერს ცვლის“- ჩხიკვთას საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ბეგიაშვილი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 10%-ით იმატებს; ხელფასი ასევე, ტექნიკურ პერსონალსაც ეზრდება. სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის დირექტორ ვაჟა ბეგიაშვილმა etaloni.ge-სთან შეაფასა.ვაჟა ბეგიაშვილის მოსაზრებით ხელფასის 10%-იანი მატება პრობლემებს ვერ გადაწყვეტს და საერთო ჯამში ხელფასები ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს მაინც ძალიან მცირე გამოსდით.
„მივესალმები, რომ ადმინისტრაციას და ტექნიკურ პერსონალს ხელფასები გაეზრდებათ, თუმცა მომატებული 10% ვერავითარ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ჩვენნაირი პატარა სკოლებისთვის და არსებული მიზერული ხელფასების ფონზე ეს 10% საერთოდ არაფერს ნიშნავს. ნამდვილად კარგია, რომ ხელფასები იზრდება, მაგრამ მომატებული თანხის ოდენობა არაფერს ცვლის“.