„მე საქართველოს მოქალაქე ვარ!“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
24-11-2021
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე - „მე საქართველოს მოქალაქე ვარ!“ იმუშავეს. აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი თეა კოვზირიძეა.

„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ საკუთარი უფლებები და მოვალეობები, სცოდნოდათ სახელმწიფოს სიმბოლოების შესახებ. სამუშაოს ეტაპები მოიცავდა ნასწავლი მასალის განმტკიცებასა და ახალი მასალის მოძიებას. მოსწავლეებმა პროექტის შედეგები წარმოადგინეს ფორმატისა და საოფისე პროგრამის Power-Point - ის გამოყენებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203