„ხელფასის ზრდას მივესალმები, მაგრამ 10%-იანი მატება ამ ადამიანების წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის“-ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორი
24-11-2021
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 10%-ით იმატებს; ანაზღაურება ასევე, ტექნიკურ პერსონალსაც ეზრდება. სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომან ქავთარაძემ etaloni.ge-სთან შეაფასა.

რომან ქავთარაძის თქმით ხელფასის ზრდა მისასალმებელია, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე გაზრდილი შრომისა და შექმნილი პირობების ფონზე 10%-იანი მატება ამ ადამიანების წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ გადაჭრის.

„სკოლის ადმინისტრაციასა და ტექპერსონალში ხელფასი ნამდვილად დაბალია და ზრდას, რა თქმა უნდა, მივესალმები, მაგრამ 10% ამ ადამიანების წინაშე არსებულ პრობლემებს ნამდვილად ვერ გადაჭრის. მაგალითად, პანდემიის პირობებში დამლაგებლების შრომა გაორმაგდა და მათი ხელფასი საარსებო ზღვარს მიღმაა ფაქტიურად.. ეს 10% დღევანდელ პირობებში არაფერი არ არის. განვმეორდები, რომ ხელფასის მატება ნამდვილად კარგია, თუმცა შექმნილი ვითარება უფრო კარგად უნდა იყოს გათვალისწინებული და აღნიშნულ საკითხს მეტად კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203