ტაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
24-11-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება თემაზე - „ნარჩენების მეორადი გამოყენება ბუნების გაკვეთილზე“ შეასრულეს. მოსწავლეების პედაგოგი კი ნარგიზ ქათამაძე გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.