საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, VI-X კლასების მოსწავლეთათვის ისტორიისა და რელიგიის კლუბის ხელმძღვანელობით გიორგობის აღსანიშნავად სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
ექსკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს: გოგნის წმინდა გიორგის სალოცავი ხარაგაულის საკათედრო ტაძარი, ფარცხნალის წმ. ივლიტას და კვირიკეს (წმ. გიორგის) ეკლესია და ლაშის ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი.
იხილეთ ფოტოები: