მახათაურის საჯარო სკოლაში ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა მოეწყო
24-11-2021
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა მოეწყო. 

აღნიშნული გამოფენა ხელოვნების პედაგოგ თეა გოგოლიძის ხელმძღვანელობითა და დაწყებითი კლასების მოსწავლეების ჩართულობით მოეწყო. 

ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ სამკაულები საკუთარი ხელით დაამზადეს და სიხარულით გამოფინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203