კიცხის საჯარო სკოლას გარემოსდაცვით კონკურსში მოპოვებული ჯილდო გადაეცა
24-11-2021
ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში მოპოვებული ჯილდო გადაეცათ. 

სკოლის გუნდმა ეკოლოგიურ პროექტში II ადგილი დაიკავა, რისთვისაც 250 ლარიანი წიგნების ვაუჩერი გადაეცათ. ამის გარდა, მათ 6000 ლარის ოდენობით გრანტიც მოიპოვეს, რომლითაც სკოლის ეზოში სკვერს მოაწყობენ.

სკოლა ამაყია თავისი მოსწავლეებით და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.

„მადლობა CENN-ს, მადლობა მაია კეზევაძეს. კიცხის საჯარო სკოლას დაპირებული საჩუქრები გადაეცა.
სკოლამ პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, II ადგილი მოიპოვა და 250 ლარიანი წიგნის ვაუჩერი გადაეცა, ხოლო მოპოვებული გრანტით - 6000 ლარი, სკოლის ეზოში სკვერს გააკეთებენ“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203