სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
24-11-2021
მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ანბანის შესწავლას დიდი მონდომებითა და ხალისით აგრძელებენ.
პედაგოგი მირანდა გეგია მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ანბანის შესწავლას, პედაგოგის დახმარებით, დიდი ინტერესით შეუდგნენ.
დამრიგებელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, დაუვიწყარი ყოფილიყო.
მირანდა გეგია წერს, რომ მას თავისი მოსწავლეების შესაძლებლობების სჯერა და წარამტებას უსურვებს.
„ჩვენი ჯადოსნური მოგზაურობა „ანბანეთში“ დაიწყო. გილოცავთ, ჩემო პატარებო, ამ უდიდეს დღესასწაულს და მე მჯერა, რომ ჩვენი მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. მე თქვენი იმედი მაქვს. წარმატებები“,- წერს პედაგოგი მირანდა გეგია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს