ხიდრის საჯარო სკოლა ევროპული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა
24-11-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა ევროპული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა. 

სკოლამ აღნიშნული ნიშანი e-Twinning-ში მონაწილეობით მოიპოვა. 

პედაგოგი მზეო ბერაძე ამ მიღწევით ამაყობს და მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

„ევროპული ხარისხის ნიშანი - ადგილობრივი ხარისხის ნიშნის შემდეგ. 
ჩვენი სკოლა დაჯილდოვდა ევროპული ხარისხის ნიშნით . ეს არის e-Twinning- ის პროექტების წარმატების კულმინაცია.
გილოცავთ ყველაზე მაგარ მოსწავლეთა გუნდს, სკოლას და პარტნიორი ქვეყნების მასწავლებლებს.
ხატია მატკავა, მიიღეთ ჩემი უსაზღვრო მადლიერება და პატივისცემა. საუკეთესო ხელმძღვანელი გვყავხართ e-Twinning საქართველოს საგანმანათლებლო საზოგადოებას“,- წერს სკოლის პედაგოგი მზეო ბერაძე.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203