კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტ „რეფორმატორი 2018-ს“ უმასპინძლა
11-02-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციის „Youth Alliance for Reforms-ის“ მორიგი პროექტი - „რეფორმატორი 2018“ 10 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა.
დელეგატებს პროექტის ორგანიზატორი და ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, დაჩი ჩიტაია და მთავარი ორგანიზატორი, კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, სალი სურამელი მიესალმნენ და წარმატებული საკომიტეტო მუშაობა უსურვეს.
არასამთავროო ორგანიზაცია YAR-ის ორგანიზებული პროექტი საქართველოს თემატიკაზეა მორგებული და საკომიტეტო სესიების განმავლობაში ახალგაზრდები სწორედ საქართველოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმუშავებენ.
ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 14-დან 24 წლამდე ასაკის 140-მა დელეგატმა გამოთქვა და ისინი 5 თემატურ - „თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების“, „საგარეო ურთიერთობათა“, „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების“, „საკონსტიტუციო საკითხთა“ და „ადამიანის უფლებათა“ საბჭოში გადანაწილდნენ.
პროექტი 3 დღის მანძილზე ჩატარდება და დასკვნით ცერემონიაზე, მონაწილეები გაერთიანებულ ფორმატში იმსჯელებენ თითოეული კომიტეტის მიერ დასახულ საკითხზე.
ღონისძიების მიზანია მონაწილეებმა ლიდერული უნარ-ჩვევები გაიღრმავონ, საჯარო გამოსვლებისა და დებატების ხელოვნებას დაეუფლონ, ასევე, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ღრმა შინაარსობრივი ცოდნა მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ პროექტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი დღის განმავლობაში - 10 და 11 თებერვალს უმასპინძლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია