ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანბანს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
24-11-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანბანის შესწავლას დიდი მონდომებითა და ხალისით აგრძელებენ.
მანამდე კი ისინი ანბანის შესწავლას, პედაგოგ ნანა ნოზაძის დახმარებით, დიდი ინტერესით შეუდგნენ.
დამრიგებელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, დაუვიწყარი ყოფილიყო. პედაგოგი მათ ყოველთვის სახალისო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს.