„ყველაზე მეტად სულიერი სიმშვიდე გვესაჭიროება ადამიანებს“- წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცეს
24-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოინახულეს. 

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მათ უფალს პანდეემიის დასრულება და სულიერი სიმშვიდე შესთხოვეს.
      
„გოგნის კარუკდებელზედ გიორგობის თვეში რა კარგად უთქვამს მელექსეს :
„გიორგობის თვეში, 
ნუნუა წვიმს ჩვენში, 
გინდ იყავ იმერეთში, 
გინდა სამოთხეში“

მართლაც და „ნუნუა“ წვიმის თანხლებით სამოთხედ ქცეულა გოგნის კარუგდებელის დიდი მოწიწებით, იმედითა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და პანდემიის დასრულების სურვილით მივეახლეთ სკოლის დირექცია და პედაგოგები. ამ ეპოქაში ყველაზე მეტად სულიერი სიმშვიდე გვესაჭიროება ადამიანებს, ხოლო პედაგოგებს კი განსაკუთრებით. სწორედ ერთად ყოფნის, სულიერად დამშვიდების და წმინდა გიორგის სალოცავიდან მადლის წამოღების მიზნით მოვილოცეთ ეს არაჩვეულებრივი ადგილი და იმ იმედით დავბრუნდით, რომ ქართველები ღირსეულად გაუძლებს ნებისმიერ განსაცდელს და კვლავ სამაგალითო ერად დადგება „სხვა ერთა შორის“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203