აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა - „ნაირფერი შემოდგომა“, გამართეს
24-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას გამოფენა მიუძღვნეს.
მათ კლასში, მასწავლებელ ირინა აბუსელიძის დახმარებით, საგამოფენო კუთხე მოაწყვეს.
მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
სკოლა პედაგოგსა და მის მოსწავლეებს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
„აჭყვას საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა - „ნაირფერი შემოდგომა“. ნამუშევრები გამოფინეს და შემოდგომის კუთხით კლასი გაალამაზეს. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მესამე კლასის მასწავლებელს ირინა აბუსელიძეს, მის მოსწავლეებს და წარმატებას უსურვებს“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს