ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა მზის სისტემის მოდელი შექმნეს
24-11-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-3 კლასში თემაზე - „მზის სისტემა“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. ნიჭიერმა და მონდომებულმა მოსწავლეებმა ფერადი პლასტელინის საშუალებით მზის „ოჯახი“ შექმნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ.