წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ
24-11-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ. 

მოსწავლეები აღნიშნულ დოკუმენტს სასკოლო პროექტის - „ბავშვის უფლებები - ხელოვნების ნიმუში“, ფარგლებში გაეცნენ. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ფიქრია გირხელიძისა და მე-10კლასის მოსწავლეების დახმარებით, კონვენციის მუხლები გადაინაწილეს, დაასურათეს და შემდგომ გაკვეთილზე განიხილეს.

მოსწავლეები სკოლის დირექტორმა და სასწავლო ნაწილის გამგემ შეაქეს.

„მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის (ფიქრია გიირხელიძე) და მე-10 კლასის მოსწავლეების ლიზი ჭეიშვილისა და მარი გოდოლაძის დახმარებით, გადაინაწილეს კონვენციის მუხლები, დაასურათეს და მოაწყვეს ერთობლივი კითხვა. საკლასო პროექტი შეაჯამეს ბავშვებმა, ხოლო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზომ და სასწავლო ნაწილის გამგემ ქალბატონმა დალიმ შეაქეს მოსწავლეთა მონდომება და შრომა“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203