განმუხურის საჯარო სკოლაში გიორგობასა და შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
24-11-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის გაცილებისა და გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ლამაზი და საინტერესო აქტივობები წარადგინეს.
„პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფარგლებში, განმუხურის საჯარო სკოლაში თანდათან სხვადასხვა მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო. 22 ნოემბერს მე-9 კლასელებმა შემოდგომის გაცილებისა და გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინეს. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე - ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით, სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციითა და ჩანახატებით წარსდგნენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაშია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს