კურსების საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ აბესაძე ძალადობისა და კონფლიქტების მართვის შესახებ გამართულ ტრენინგში მონაწილეობდა
24-11-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ აბესაძე საინტერესო ტრენინგში მონაწილეობდა. 

ტრენინგის თემა იყო „ძალადობა და კონფლიქტების მართვა“. 

როგორც პედაგოგი წერს, ტრენინგმა მისთვის საინტერესოდ ჩაიარა. იგი ყველა ორგანიზატორს მადლობას უხდის.

„კურსების საჯარო სკოლა ჩაერთო ახალ სასკოლო პროექტში „ძალადობა და კონფლიქტების მართვა“. მოვისმინეთ საინტერესო და საჭირო ტრენინგი კონფლიქტსა და ძალადობის სახეებზე და მათი დაძლევის გზებზე. შეხვედრა იყო ინტერაქტიული, საინტერესო, დამაფიქრებელი და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული. მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს“,- წერს პედაგოგი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203