ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
24-11-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სომხური ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

ემა პეტროსიანმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.

„ხოჯორნის სკოლის პირველკლასელებს სომხური ანბანის სამყაროში ემა პეტროსიანი გაუძღვება. დღეს ისინი „ა“ ასოს გაეცნენ და ყველა სიტყვა გაიხსენეს, რაც ა-ზე იწყება. პირველი სიტყვა კი - არევიკ იგივე მზეა. მზიანი მომავალი პატარებს!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203