„თამაშით ათვისებული ლექსიკური ერთეულები“- ცუცხვათის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო მინი სპექტაკლი დადგეს
24-11-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლა მოსწავლეების განათლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველღიურად ზრუნავს. 

ამჯერად, სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ასმათ დათიაშვილის ხელმძღვანელობით, მოთხრობა A Hungry Caterpillar სპექტაკლის სახით წარმოადგინეს. 

მათ ლექსიკური ერთეულები თამაშით აითვისეს და აღნიშნულ აქტივობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

„სახალისო მინი სპექტაკლით გაცოცხლებული A Hungry Caterpillar და თამაშით ათვისებული ლექსიკური ერთეულები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203