„ოქროსფერი შემოდგომის ზეიმი“ აჭყვისთავის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში
24-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლაში გამართულ აქტივობებში დაწყებითი კლასების მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ კუთხე მოასწყვეს, სადაც შემოდგომის ნობათი იყო განთავსებული, ამოავლეს ჩურჩხელები და დამსწრე საზოგადოებას ღვინის დაწურვის იმიტაცია შესთავაზეს. 

სკოლა ჩართულობისთვის თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს მადლობას უხდის.

„ოქროსფერი შემოდგომის ზეიმი დაწყებით კლასებში.
ფერადი ფოთლები, ნაირფერი და მწიფე ხილი, რთველის აღება და ღვინის დაწურვის იმიტაცია, პატარების ნათქვამი სადღეგრძელოები და ჩურჩხელების ამოვლებით გამრავალფეროვნებული მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც მესამე კლასის მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს, სასიამოვნო სანახავი იყო.
მადლობა ჩვენს პატარებს აქტიურობისათვის; მშობლებს - ჩართულობისათვის და კლასის ხელმძღვანელებს, მოსწავლეთა გახალისებისა და სასიამოვნო დღის ორგანიზებისათვის“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203