ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
24-11-2021
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

მათ მედლები სკოლაში საზეიმოდ გადასცეს. 

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით და წარმატებას უსურვებს.

„ობუჯის სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერი მოსწავლეებით და წარმატებული აღზრდილებით. ეს ტრადიცია გრძელდება.
22 ნოემბერს სკოლაში ორი წლის მუშაობის შედეგებით გახარების დრო დადგა. სკოლის კურსდამთავრებულთა ნაწილმა მიიღო დამსახურებული ჯილდო: ოქროსა და ვერცხლის მედლები.
საბა ქებურია, თამუნა კაკაჩია, ალექსანდრე საჯაია - ოქროსმედალოსანი, ხოლო მარიამ მესხია, მარიამ შენგელაია და გიორგი მესხია ვერცხლისმედალოსანი წარმატებული სტუდენტები არიან .
ისინი სახელოვნად აგრძელებენ გზას. თამუნა კაკაჩია და მარიამ შენგელაია სტიპენდიანტები გახლავთ.
გვჯერა, სკოლის აღსაზრდელები ხშირად გაგვახარებენ მსგავსი წარმატებებით“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203