
თბილისის N200 და N6 საჯარო სკოლები საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით" ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებულ არაერთ პროექტში ერთობლივად არიან ჩართულნი და აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
თბილისის N200 საჯარო სკოლა მადლობის წერილს ავრცელებს
„მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ორგანიზატორებს - ქალბატონ ლელა ცქიტიშვილს და ბატონ გოგიტა ვარდოსანიძეს აღნიშნულ პროექტებში მხარდაჭერითვის და პროექტში მონაწილე ყველა ადამიანს“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.