„გვჯერა, უფლის მფარველობა მოგვცემს ძალას, გადავლახოთ ყველა გასაჭირი“ - დისველის საჯარო სკოლა გილოცავთ გიორგობას!
23-11-2021

ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები გიორგობის დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელს ულოცავენ.

„ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო მეფეთა უძლეველო წმინდა წინამბრძოლო, ღვაწილით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის ამინ!

ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა ყოველთვის ათვითცნობიერებდა, რომ ქვეყნის რწმენის სათნოების სიძლიერე ეკლესია-მონასტრები იყო, არის და იქნება, მათი ძალისხმევით ვიმარჯვებთ ყოველივე უგუნურზე და უწმინდურზე, მათი ზოქმედებით ვარსებობთ, გვიხარია სიცოცხლე, აღზევება და ოჯახური ბედნიერება. სამშობლოს სიყვარული უფლის სიყვარულით გვირგვინდებოდა და ზეობს. მისი კეთლშობილება,  შემწყნარებლობა გვხდის ბედნიერს, იმედიანს, გვინერგავს მომავალი დღის იმედს. გვწამს, გვჯერა, რომ უფლის მფარველობა მოგვცემს ძალას, გადავლახოთ ყველა გასაჭირი, გაჭირვება, უიმედობა და მხოლოდ მისი ნათელი მზის სხივები გაგვითბობენ სიყვარულით გულს...

დისველის საჯარო სკოლა, რომელის დირექტორიც გახლავთ ბატონი ჯანსული შაინიძე, დიდი რუდუნებით გილოცავთ გიორგობას! დაე, საქართველოს წმინდა გიორგის მადლით და შემწეობით ევლოს გამარჯვებისკენ...სათნოებისკენ, მამულიშვილობისკენ  პატრიოტისმისკენ და ადამიანობისკენ. ..მრავალჟამიერი იყო საქართველოს თანმდევი ნათელი წრფელი განთადისკენ“, - წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203