კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ნაკრები ანგარიშით 6:2 დაამარცხა
11-02-2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ნაკრებს დაუპირისპირდა.
კსუ-ს ფუტსალის ფეხბურთელებისათვის შეხვედრა წარმატებული გამოდგა. პირველი გოლი მესამე წუთზე ნიკოლოზ გორდულაძემ გაიტანა, რასაც თევდორე მაყაშვილის, მერაბ ბოლოთაშვილის, ბექა ყარსიმაშვილის, ზურაბ ფიჩხაძისა და ილია მოდებაძის გოლები მოჰყვა. მატჩის საბოლოო ანგარიში 6:2 - კსუ-ს სასარგებლოდ დაფიქსირდა.
მატჩის დასასრულს, ტრადიციულად, ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კსუ-ს მხრიდან ეს გამარჯვება გუნდის მწვრთნელმა და მცველმა ილია მოდებაძემ მოიპოვა.
გუნდს უახლოესი თამაში 25 თებერვალს პსპ ფარმას ნაკრებთან აქვს ჩანიშნული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს