პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შესწავლილი თემა - „გარემო და ნარჩენები“ გარემოსდაცვითი აქტივობით შეაჯამეს
22-11-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიაში შესწავლილი თემა - „გარემო და ნარჩენები“ გარემოსდაცვითი აქტივობით შეაჯამეს.
მოსწავლეებმა შესაბამისი აღჭურვილობისა და ყოველგვარი ჰიგიენური წესის დაცვით, პედაგოგთან და ტექნიკურ პერსონალთან ერთად საგულდაგულოდ დაასუფთავეს სკოლის შემოგარენი.