„საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს“ - მოხისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთნენ
22-11-2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, რომელიც ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

ღონისძიების ლოზუნგი იყო - „საქმემან ჩვენმან გამოგვაჩინოს“.

მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე გაეროს გადაწყვეტილებით 16 ნოემბერს აღინიშნება. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე კი პირველად 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203