
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ეზოში ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის - მწვანე ბათუმი - Green Batumi დახმარებითა და ეკოკლუბის მოსწავლეების მონაწილეობით გამწვანების აქცია მოეწყო.
სკოლის ეზოსა და ბაღში მდებარე ხე-მცენარეები გაისხლა, გაიწმინდა, გადაირგო და ახალი ნერგები შეემატა მწვანე სივრცეებს.
სკოლა ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურსა და აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის.
„მადლობა შესაბამისი სამსახურის სპეციალისტებსა და თითოეულ მონაწილეს დღეს გაწეული შრომისთვის მწვანე და უსაფრთხო გარემო ჯანმრთელობის საწინდარია“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.